ვიკიპედიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველაზე სწრაფად აკმაყოფილებს მომხმარებლის ინტერესს ნებისმიერ თემაზე,რაც მთავარია გვიზოგავს დროს და საშუალებას გვაძლევს სასურველ ინფორმაციას წამებში მივაგნოთ.თუმცა მასზე განთავსებული ინფორმაცია ხშირად უზუსტოა ამიტომ ჯობს ყოველთის გადავამოწმოთ და ბრმად არ ვენდოთ ინტერნეტ ენციკლოპედიას. ვიკიპედია მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედია. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია პროექტის მიზანია შეიქმნას სრული,მიუკერძოებელი საავტორო უფლებებისგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობაი ნტერნეტისმომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.ქართულ ენაზე ამ დროისთვის 45 ათასზე მეტი სტატიაა ვიკიპედიაში. ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს სამ მილიონამდე სტატიას. მას მოჰყვებიან: გერმანული და ფრანგული იაპონური,ესპანურ, ჰოლანდიური, პორტუგალიური და რუსული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ კი ვიკიპედია 230-მდე ენაზე მუშავდება.
ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. ,,ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.